|
2019-10-22 11:41:59, 853 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა
ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლებიც წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებების საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და წყლის მიწოდების სისტემებს მოემსახურება. პროექტის შედეგად, ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება, რომელიც დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში შესრულებული სამუშაოები ლიეტუვის ენერგეტიკის ვიცე მინისტრმა ლინა საბაიტინემ, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ დაათვალიერეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)