08:09 - 14 Aug, 2026
|
2019-10-21 18:23:51, 1894 ნახვა
საზოგადოება
მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა
12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. "იაშვილის კლინიკის" ექიმის დავით დულარიანის განცხადებით, მოზარდს თავის ქალის მოტეხილობა და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. „12 წლის ვაჟი შემოსულია კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში. ამჟამად, პაციენტი იმყოფება მძიმე კომაში, არის მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ ქალა-ფუძის მოტეხილობა, სახესა და ყურის მიდამოში შემავალი ჭრილობები, იმყოფება აპარატურ სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ამჟამად ფასდება მძიმედ“, - აღნიშნა ექიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)