|
2019-10-21 17:44:05, 2151 ნახვა
კომენტარი
თურნავა: ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია
"მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს, რომ წლის ბოლომდე მოახერხონ და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში აკისრიათ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ ყურადღების გადატანა ხდება სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა. სწორედ ასეთ პროცესებზე ყურადღების გადატანით არიან დაკავებულნი იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული ანაკლიის პორტთან მიმართებაში თავიანთი ძირითადი ვალდებულებების შესრულებაზე. ამიტომ მოვუწოდებ, ფუჭად არ გახარჯონ ეს დრო", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს. „შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი ვალდებულებების შესრულებაზე იქნება კონცენტრირებული და წლის ბოლოს, საბოლოო ჯამში, დადებს შედეგს. ჩვენთვის ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია. იმედი გვაქვს, ინვესტორი წლის ბოლოს ხელშესახებ შედეგებს წარმოადგენს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც პროექტი, რომელიც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის პარტნიორობით გაკეთდებოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ კერძო ინვესტორმა თქვას თავისი სიტყვა და წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში, სწორედ ამიტომ მივეცით კიდევ ერთი შანსი და გადავავადეთ. შემდგომში უკვე ვიფიქრებთ სხვა სტრუქტურაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)