|
2019-10-21 17:33:34, 1938 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო მედიას ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ვინაიდან გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში − 2019 წლის 18 ოქტომბრამდე − არცერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება 3 დღის წინ შევიდა ძალაში და დაიწყო ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ათვლა. იუსტიციის სამინისტროსა და მოსარჩელე მხარის ადვოკატს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია და მან უნდა წარმოადგინოს აღსრულებისთვის საჭირო საბანკო მონაცემები და დოკუმენტაცია. შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპენსაციის თანხა სახელმწიფოს 18 ოქტომბრამდე უნდა გადაეხადა და მან ეს ვალდებულება არ შეასრულა, არის ყალბი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)