08:12 - 14 Aug, 2026
|
2019-10-21 16:33:16, 1740 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის მიტროპოლიტი: სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს აღარ განიხილავს
სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს აღარ განიხილავს, - ამის შესახებ რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ დასტურდება და შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი არ შედგება. „სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს. ეს იყო თავის დროზე განხილული და როდესაც გამოძიება დაიწყო, პატრიარქმა თქვა, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას. უკვე ერთხელ იყო საუბარი, რომ მძიმეა მისი მდგომარეობა და გადაყვანილია საავადმყოფოში. ჩვენ გავესაუბრეთ ექიმებს და გვითხრეს, რომ მდგომარეობა არც ისე მძიმეა“, - განაცხადა რუსთავის მიტროპოლიტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)