|
2019-10-21 14:26:10, 1698 ნახვა
საზოგადოება
„აბრეშუმის გზის ფორუმთან“ დაკავშირებით, გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან" დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება. კერძოდ, 21 ოქტომბერს, 15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან - ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები. 22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი მოძრაობას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოტრანსპორტი ვერ მოხვდება ელბაქიძის ქუჩაზე - სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)