|
2019-10-18 18:00:17, 3357 ნახვა
ეკონომიკა
ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს „საქართველოს რკინიგზა“ დააკავშირებს
„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა საქართველო-უკრაინის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემის მიმოსვლის შესახებ განხორციელდა. აღნიშნული მარშრუტით პირველი საკონტეინერო გემი დღეს, 18 ოქტომბერს შემოვიდა ფოთის პორტში და იგი მიმოსვლას ყოველკვირეულად განახორციელებს. აღნიშნულით შესაძლებელი გახდა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით სარკინიგზო გადაზიდვა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით. ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, ხელს შეუწყობს, საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე მოთხოვნის ზრდას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. საქართველოსა და უკრაინას შორის ახლად დანიშნული საკონტეინერო გემი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდას და შუა დერეფნის განვითარებას, ასევე ბლოკ-მატარებლების მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას. მინიმალურ დროსა და ხელსაყრელი ტარიფებით მოხდება ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთების გადმორთვა მოცემულ მარშრუტზე, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს და ხელს შეუწყობს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ამასთან, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სახმელეთო საზღვარი, საშუალება მიეცათ ერთმანეთს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლით დაუკავშირდნენ. პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო კომპანია MAERSK-ის მხარდაჭერამ.
(R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)