09:46 - 14 Aug, 2026
|
2019-10-17 14:48:35, 1466 ნახვა
საზოგადოება
„ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება“ - მერიის განმარტება
"ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება", - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სულ 19 ხიდის დემონტაჟია. "თბილისის მერია, კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით, ახორციელებს ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის კი დაშლილი და დასაწყობებულია 9 ხიდი. წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი. დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება. მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება", - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)