07:46 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 16:58:05, 529 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქუთაისში სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  დადიანის ქ. N5-ში მდებარე შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელ ფართს 65 დევნილი ოჯახი მიიღებს. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში, დადიანის ქ. N5-ში მდებარე შენობაში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით,  განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. 
რეაბილიტირებულ შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15 - ერთოთახიანია, 10- ოროთახიანი, ხოლო, 40 - სამოთახიანი.

უწყების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დავითი“ აწარმოებს, შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.
გარდა ამისა, ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე 25 თექვსმეტ სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე  დევნილი ოჯახი მიიღებს.საწყის ეტაპზე შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი, სადაც ბინას 160  ოჯახი მიიღებს (80 ბინა თითოეულ კორპუსში).  
სამინისტრომ მენაშენეებისაგან ქუთაისში 52 ბინა შეისყიდა, საიდანაც 35 დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics