|
2019-10-14 13:58:54, 1789 ნახვა
პოლიტიკა
მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გავა
"თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გავა", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მალხაზ მაჩალიკაშვილს დღემდე არ აქვს კითხვაზე პასუხი თუ ვინ მოუკლა შვილი და ამიტომაც ამ საქმის ობიექტური გამოძიებისთვის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაა საჭირო. "წინა ჯერზე, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა აღნიშნული საკითხი პარლამენტში, "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს ამ მოთხოვნით. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ 50 დეპუტატის თანხმობაა აუცილებელი. გახმაურებული საქმეები, რომლებიც დიდ ზიანს მიაყენებს ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკურად არ დგება დღის წესრიგში. არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ აღნიშნული საკითხები გამოიძიონ და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი. თუმცა სამწუხაროდ, როგორც წესი, პარლამენტის წევრებიც მარიონეტების ფუნქციას ასრულებენ ხოლმე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც უერთდებიან. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, შექმნილ ვითარებაში პარლამენტი იძულებულია იმოქმედოს და სწორედ ამისთვის არის საპარლამენტო კომისიის მექანიზმი შექმნილი. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ კომისიის შექმნას, რადგანაც უკვე წელიწადზე მეტია, რაც თემირლანის მამა და მისი ოჯახის წევრები ქუჩაში არიან გამოსული. ისინი ეძებენ სიმართლეს და ბუნებრივია, პარლამენტმა ასეთ შემთხვევებში უნდა იმოქმედოს. სწორედ ამისთვის არსებობს კონსტიტუციაში საპარლამენტო კომისიის მექანიზმი. ამიტომ, ამ კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ და ვეცდებით უმრავლესობაშიც მოიძებნოს რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც ჩათვლის, რომ ხელისუფლების ინტერესი არა სიმართლის დამალვაში, არამედ პირიქით, ოჯახისთვის, ჭირისუფლისთვის და საზოგადოებისთვის პასუხების გაცემაშია“, - ამბობს დავით ბაქრაძე. შეგახსენებთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტს გასულ კვირას მიმართა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის, 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ასევე, ეს საკითხი ერთხელ უკვე დადგა კენჭისყრაზე, თუმცა მაშინ "ქართული ოცნების" წევრებმა კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)