|
2019-10-12 18:00:32, 3892 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა
საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრისას. მისი განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი პოზიტიური სიგნალია საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული ინვესტორებისთვის და აჩვენებს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას. „ბოლო წლებში , რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და ამ პერიოდში ,მხოლოდ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც მაღალი რეიტინგის მიღწევა შეძლო. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება და აქვს წინსვლა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აღნიშნულია რეიტინგში - იქნება ეს მედეგობა საერთაშორისო რისკების მიმართ, თუ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს საინვესტიციო რეიტინგი, სადამდეც ჩვენ ორი ნაბიჯი გვაშორებს. საინვესტიციო რეიტინგის მიღწევის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელი და სწორედ ესაა ჩვენი მოლოდინი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)