|
2019-10-12 12:56:10, 3690 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ინსტიტუციური გარემოს სიჯანსაღით საქართველო გამოკვეთილი ლიდერია
S&P ხაზს უსვამს საქართველოს ინსტიტუციური გარემოს განსაკუთრებულ სიჯანსაღეს, რითაც სააგენტოს აზრით, საქართველო გამოკვეთილი ლიდერია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, სააგენტოს მაგალითად მოჰყავს ბოლო რამდენიმე წელში ხელისუფლების ცვლა ჯანსაღ და მშვიდ გარემოში. სარეიტინგო სააგენტოს მიმოხილვაში საქართველოს პოზიტიურ მაჩვენებლებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმ შეფასებაზე, რომელსაც სააგენტო უთმობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელ დინამიკას. „მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი წლიდან წლამდე იზრდება. ეს საკმაოდ მყარი მაჩვენებელი. მითითებულია 2018 წლის ინვესტიციების მოცულობა, როგორც შიდა, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. შესაბამისად, ეკონომიკის სიჯანსაღე და მდგრადობა შოკების მიმართ, რომელიც როგორც წესი ხდება, მით უმეტეს ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორც ჩვენ ვართ, განაპირობებს პოზიტიურ ხედვას საქართველოს მიმართ და იმედია ეს გაგრძელდება", – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. სუსტ მხარეებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოწვევად რჩება საქართველოს ეკონომიკის სიმცირე. „ამ მიმართულებით გამოწვევად რჩება ჩვენი ეკონომიკის ზომა და სიმცირე. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ზოგადად, ისტორიულად, მცირე ეკონომიკა გვაქვს. შესაბამისად, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა. ჩვენ მდგრადი ეკონომიკური ზრდა და რეფორმები ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მთავარი სისუსტის აღმოფხვრამდე, რასაც ჩვენი ეკონომიკის სიმცირე ჰქვია", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)