|
2019-10-12 10:03:10, 2538 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდანდ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ქულათა სისტემამ განსაზღვრა რიგითობა, თუ რომელი ოჯახი საჭიროებდა პირველ რიგში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას. აქციის 30-მდე მონაწილედან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება 2-მა პირმა შეძლო, რომელთაც 3 ოთახიანი ბინები გადაეცემათ. „საცხოვრებელი ფართების რაოდენობისა და არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ერთოთახიანი ბინები გადაეცათ 6 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს, ოროთახიანი ბინები - 9 ან მეტი, სამოთახიანი - 3 ან მეტი, ოთხოთახიანი ბინები კი - 7,5 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს. ამ ეტაპზე, აქციის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი - აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით. დარჩენილ 273 ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)