15:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 17:20:06, 3814 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციამ რეგიონებში ერთიანი მომსახურების კონცეფციის დანერგვა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის რეგიონებში დანერგვისთვის მზადება დაიწყო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონების 13-მა თანამშრომელმა, მოქალაქეთა სერვისის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადების სპეციალური მოკლევადიანი კურსი გაიარა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან - კახა ბუხრაძესთან ერთად, გადამზადებულ თანამშრომლებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პირადად გადასცა.

ტრენინგები მოიცავდა „ეფექტური კომუნიკაციისა“ და "სერვის-პლუსის" როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილებს. ორივე კურსი საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსა და მის საჭიროებებზე მორგებული მეთოდოლოგიით ჩატარდა.

გადამზადებული თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქში საპოლიციო სერვისებით მოქალაქეებს ადგილზე მოემსახურებიან.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის 1 მაისს, თბილისში გაიხსნა. მან დღემდე საქართველოსა და უცხო ქვეყნის 250 000-მდე მოქალაქეს გაუწია საპოლიციო მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics