|
2019-10-11 16:13:16, 4015 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ახალი სტუდენტური პროგრამა დაიწყო
თიბისის ახალი სტუდენტური პროგრამა 'თიბისი კემპი' უკვე დაიწყო და ის ამ ეტაპზე ორ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტში განხორციელდება. 'თიბისი კემპი' მეოთხე კურსზე მყოფი ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდება. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გაივლიან. პირველ ეტაპზე ისინი თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან, შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდება, ასევე გაივლიან კონსულტაციებს თიბისის წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარდადგენენ საბოლოო საინვესტიციო პროექტს. გარდა საგნობრივი შეფასებისა, ჟიურის რჩეული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს თიბისისგან. პროგრამა უკვე დაიწყო თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც 10 ოქტომბერს პირველი ლექცია ჩატარდა. პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.
(R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)