14:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 13:32:55, 488 ნახვა

პოლიტიკა
გელა დუმბაძე: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნების სურვილი არავის გამოუთქვამს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის განცხადებით, მთავრობა კომპენსაციის საკითხს განიხილავს იმ ოჯახისებისთვის, რომლებიც  საბერძნეთში მყოფი ოჯახის წევრებისაგნ დახმარებას ვერ იღებს.  
მინისტრის თქმით, მისი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ხვალ საბერძნეთში მიემგზვრება და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნობა. 
„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სამინისტროს საბერძნეთზე პულსზე აქვს ხელი დადებული, ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სამადაშვილი ხვალ მიემგზავრება საბერძნეთში, ჩვენს თანამემალულეებთან, სალონიკსა და ათენში, რომ ჩაატარის შეხვედრები, გაეცნოს არსებულ სიტუაციას, ის შემდეგ მოხსენებით წარსდგება ჩვენთან. რაც შეეხება კონკრეტულ მზადყოფნას მთავრობის მხრიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მობილიზაციის მაღალი ხარისხი გააჩნია. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ, დახმარების შესაძლო ფორმებს განვახორციელებთ ჩვენი მოსახლეობის მიმართ.
მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების მასობრივი სურვილი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ არის. ეს არის სამუშაო პროცესი, ჩვენ კურსში ვართ ამ პეტიციის, შესაძლებობის ფარგლებში გავაკეთებთ იმას, რაც შეგვეძლება. ყველა ადამიანის მიმართ, არცერთი მათგანი უყურადღებოდ არ დარჩება. ეს საკითხი განხილვის პროცესშია და მხოლოდ დიასპორის სამინისტროს კომპეტენციაში არ არის“,-განაცხადა გელა დუმბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics