|
2019-10-11 13:09:22, 2464 ნახვა
საზოგადოება
2018 წელს 194 საჯარო უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 2 მილიონ ლარით გაიზარდა - TI
2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია, - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. "კვლევის ფარგლებში მაქსიმალურად გავზარდეთ იმ საჯარო უწყებების რაოდენობა (216-მდე), საიდანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობისა და მათ მიერ მიღებული ანაზღაურების შესახებ. პასუხი მივიღეთ 194 უწყებიდან. არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ. მთავრობის ადმინისტრაციამ კი არაზუსტი ინფორმაცია გამოგზავნა.
ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ვრცელი კვლევის სანახავად გადადით ბმულზე.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)