|
2019-10-10 17:26:10, 1492 ნახვა
საზოგადოება
ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გაიმართა
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. თემასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელიც დაესწრო. როგორც ღონისძიებაზე თამარ გაბუნიამ განაცხადა, სუიციდის პრევენციის ღონისძიებები მულტიდისციპლინარულ და მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს და ახალ სტრატეგიაში სწორედ ამ საკითხზე გაკეთდება აქცენტი. "ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის ძალისხმევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჯეროვანი პასუხი გავცეთ სუიციდთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აუცილებელი იქნება სოციალური დაცვის განათლების სექტორის და ბევრი სხვა სექტორის მონაწილეობა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. სუიციდის პრევენციის პროგრამის პილოტი ამ ეტაპზე ბათუმში მოქმედებს, რომლის წარმატებით დანერგვის შემდეგ და მიღებული შედეგების გათვალისწინებით ღონისძიებების გაფართოება მოხდება. უკვე მომზადებულია და ფუნქციონირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამა. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის შესაბამისი, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებაა. ქვეყანაში მოქმედებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სერვისები სრულად არის დაფინანსებული. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმის, დისკრიმინაციის მიზეზების და მათი შედეგების შემცირების, ასევე ინკლუზიის ხელშეწყობის და თვითადვოკატირების ღონისძიებები. გრძელდება მოსახლეობის განათლებასთან დაკავშირებული აქტივობები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)