|
2019-10-10 11:47:26, 813 ნახვა
საზოგადოება
კინოთეატრ „ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, ვუდი ალენის ფილმის პრემიერით გრძელდება
კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 10 ოქტომბერს ვუდი ალენის ფილმის „A rainy day in New York" პრემიერით დაიწყება. რომანტიკული კომედია რეჟისორის რიგით 50-ე ფილმია, სადაც მთავარ როლებს სელენა გომესი და ტიმოთი შალამე ასრულებენ. ვუდი ალენის რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება: · 12 ოქტომბერი - „ენი ჰოლი" · 13 ოქტომბერი - „მანჰეტენი" · 18 ოქტომბერი - „ჰანა და მისი დები" · 19 ოქტომბერი - „კაიროს მეწამული ვარდი" · 20 ოქტომბერი - „შუაღამე პარიზში" 12 ოქტომბერს, ფილმის დაწყებამდე, 19:30-ზე ვუდი ალენის შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე მწერალი ლაშა ბუღაძე ისაუბრებს. კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ყოველი თვე სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას ეთმობა. თიბისი სტატუსისა და „ამირანის" ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა. კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ტარდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ახალი ფილმის პრემიერა 10 ოქტობერს 22:15 საათზე შედგება, რეტროსპექტივის ყოველი სეანსი კი 20:00 საათზე დაიწყება.
(R)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)