|
2019-10-10 11:08:49, 16191 ნახვა
კულტურა
ეროვნულ არქივში ხვალ გამოფენა „ექვთიმე თაყაიშვილი“ გაიხსნება
ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 11 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება. ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან და მდიდარ მასალას ინახავს. ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ცენტრალური არქივის, დღევანდელი ეროვნული არქივის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 2020 წელს არქივის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება. გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის საქმიანობა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფოტოებთან ერთად, წერილობითი დოკუმენტების ორიგინალები, ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერები იქნება წარმოდგენილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისევე, როგორც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საარქივო ფონდებში ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესახებ დაცული მასალა საზოგადოებისათვის გამოფენის ფორმატში პირველად იქნება წარდგენილი. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს ანჩისა და კალმახის ციხის სახარებები, რომელთა მოძიება თაყაიშვილის სახელს უკავშირდება. გამორჩეულია საარქივო მასალა, რომელიც ასახავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული საგანძურის დაცვისა და მოძიების საქმეში ექვთიმე თაყაიშვილის წვლილს. გამოფენის ერთი ნაწილი შეეხება ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და დამფუძნებელ კრებაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლევილის მამულში ქართველი მოღვაწის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტებიც. გამოფენა 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)