|
2019-10-09 10:03:47, 1996 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ფოსტის დღე
„საქართველოს ფოსტა“, როგორც მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, უერთდება მსოფლიო ფოსტის დღეს და მის აღსანიშნავად 9 ოქტომბერს მომხმარებლებს სთავაზობს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. აქციით სარგებლობისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს, მთელი საქართველოს მასშტაბით ან ისარგებლოს გარე გამოყენების შემკრები საფოსტო ყუთებით. „ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, დავიცვათ და ვუზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ასევე მინდა მივულოცო საქართველოს ფოსტის თითოეულ თანამშრომელს ფოსტის საერთაშორისო დღე და ვუსურვო წარმატება“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება, ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიოს საფოსტო კავშირის UPU-ს სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ეროვნული საფოსტო ოპერატორი აღნიშნავს ამ დღეს. „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებელს მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.
(R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)