|
2015-07-16 09:38:11, 866 ნახვა
სამართალი
შსს-მ თურქეთის მოქალაქე დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული შერიფ ბ. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულზე საქართველოს მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს ბრალი წაუყენეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ შერიფ ბ-მ და გიორგი ბ-მ კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. სიმ ბოქსი შეიძინეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები ათავსებდნენ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ბილაინის“ სიმ-ბარათებს. სიმ-ბარათების მეშვეობით ინტერნეტ ტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. სიმ ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც სიმ ბოქსში იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის წამომწყების ნომერს. შეცვლილი კომპიუტერული მონაცემების შედეგად, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად იღებდნენ გაცილებით ნაკლებს - ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხებს. ბრალდებულებმა ჩადენილი ქმედებით შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ბილაინს“ ჯამში 95 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, შერიფ ბ-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ ბოქსი, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „მაგთიკომის“ 5000 ცალი სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები. პოლიციამ თბილისში, გიორგი ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ე.წ. სიმ ბოქსი და სიმ-ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)