|
2019-10-08 13:28:56, 1867 ნახვა
საზოგადოება
გახარიამ განმარტა, რატომ არ აქვს მინიჭებული მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი
"დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებაში ეს პროცედურები მიმდინარეობს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უარყო ის ფაქტი, რომ მან მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა და საპასუხოდ უარი მიიღო. "დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებაში ეს პროცედურები მიმდინარეობს, როგორც კი დასრულდება, მაშინ მოხდება მისი დაზარალებულად ცნობა. ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვახორცილებებ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენებზე 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე დაზარალებულად ცნეს, რომელთა შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)