21:17 - 07 Jul, 2026
|
2019-10-08 11:32:52, 2228 ნახვა
რეგიონი
„მადლიერების ნიშნად“ ოკუპირებულ ცხინვალში ცენტრალური ქუჩა ვლადიმერ პუტინის სახელობის გახდა
ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ cominf იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქუჩის სახელწოდების შეცვლა დიდი ხის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს, 7 ოქტომბერს მიიღეს. როგორც დე-ფაქტო მერმა ალან კოჩიევმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება სპეციალურად ვლადიმერ პუტინის დაბადდების დღეს დაამთხვიეს. კოჩიევის მტკიცებით, გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთმა "მადლიერების ნიშნად, მუდმივი მხარდაჭერისთვის" მიიღო. მედიის ცნობით, მანამდე ქუჩა მოსკოვის სახელობის იყო. ქუჩაზე, რომელმაც პუტინის სახელი უნდა ატაროს დიდების ხეივანი, მოედანი, ავტოსადგური და საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება.
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)