21:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 20:08:23, 1080 ნახვა

სამხედრო
NATOCHANNEL.TV-ის რეპორტიორი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სიუჟეტს ამზადებს

NATOCHANNEL.TV-ის რეპორტიორი ჯეფ ჰოლდენი, სოფელ სკრაში, ნატოს ნდობის ფონდის პროექტის, „საქართველო IV“-ის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯეფმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონი უკვე მოინახულა. რამდენიმე დღე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გაატარა . ამერიკელი რეპორტიორი წუხს, რომ ავღანეთში ყოფნისას, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ქართველ სამხედროებზე რეპორტაჟის მომზადება ვერ მოახერხა. თუმცა აქვე ამბობს, რომ NATOCHANNEL.TV ავღანეთში საკმაოდ ხშირად აშუქებს ქართველი მეომრების საქმიანობას. ეს სატელევიზიო რეპორტაჟები NATOCHANNEL.TV-ის ოფიციალურ საიტზეა ატვირთული.

სამხედრო პოლიგონიდან ჯეფ ჰოლდენმა დღეს გორის რაიონში გადაინაცვლა და სოფელ სკრაში ნატოს ნდობის ფონდის პროექტის მიმდინარეობა გადაიღო. სოფელ სკრაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსებმა შეიარაღების საცავი ააფეთქეს. აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა საბრძოლო მასალით დააბინძურა. ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA) პროექტის ფარგლებში კი აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა გასული წლიდან ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს ტრენინგები უტარდება და აღჭურვილობასაც აწვდიან.

ჯეფ ჰოლდენს სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J5-სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი, საინჟინრო ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე, ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის მენეჯერი დევიდ თოუნდროუ (David Towndrow) და სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა"- ს წარმომადგენლები დახვდნენ. სწორედ, ისინი იქნებიან ამერიკელი ჟურნალისტის რეპორტაჟის მთავარი გმირები, რომელიც ნატოს არხისთვის მზადდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics