01:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 17:46:09, 1447 ნახვა

ეკონომიკა
საშა ტერნესი - საქართველოს ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთვის სასურველი ნიშა შევთავაზოთ

„საქართველო მიმზიდველია ინვესტირებისთვის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. თქვენი ქვეყნის ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთის სასურველი ნიშა შევთავაზოთ“, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესმა სასტუმრო „ბილტმორში" გამართული ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის მუშაობაშიც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიიღეს მონაწილეობა. დისკუსიას ასევე დაესწრნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო ბიზნეს ურთიერთობებია. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ბიზნეს-ასოციაცია ასე სწრაფად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში. 12 წელია, რაც ვარსებობთ და უკვე 200 წევრი გვყავს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ბიზნეს შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომელიც უნდა დავძლიოთ ინვესტიციების ნაკადის, ვაჭრობის მოცულობისა და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომო ზრდისა და განითარებისთვის“, - განაცხადა საშა ტერნესმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics