|
2015-07-15 18:44:46, 3824 ნახვა
Lifestyle
ცოტნე გამსახურდია: ერს, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტს საქართველოს პირველი პრზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა. “გადმოეწიათ იმ ამათი ცოდვით სავსე რუსებს ეს საზღვარი ცოტა აქეთ, რომ მოყოლილიყვნენ ეს გლეხებიც თავის "მამულებთან", ვაშლზე გაყიდულო საქართველო, რა გეშველება?! ადრე კაზაკებს ასახლებდენ საზღვრისპირა რეგიონებში, რომ ბუნებრივად დაცვის სარტყელი ჰქონოდა რუსეთს ადგილობრივი, მიწაზე დამაგრებული მოსახლეობის სახით. ახლა რაღად უნდათ? ესენი ვერ შეასრულებენ ამ ფუნქციას?! ერს, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს, პიპა... რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს."- გიორგი მეფის მონოლოგი, "დიდოსტატის მარჯვენა", - წერს გამსახურდია. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)