06:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 13:05:34, 1104 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: ნატო-ში შესვლა გამოცდა არაა, სადაც თუ ნიშნებს დააგროვებ, ავტომატურად მიგიღებენ - წევრობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

"ნატო-ს წევრობისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტანმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირიში არსებობს გარკვეული გარემოებები, რის გამოც ისინი ახალ წევრებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობენ. 

"ნატო-ში შესვლა არ არის ნიშნების დაგროვება. ეს გამოცდა არ არის, სადაც თუ დააგროვებ საჭირო ნიშნებს, მიგიღებენ ავტომატურად. აქ ავტომატიზმი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. სხვათა შორის აღიარებულია, რომ ეფექტურად ვასრულებთ იმ დავალებებს, რაც არის დავალებული, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული ის ერთობლივი კონსენსუსი, რომელიც არის ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არის გარკვეული სიტუაცია ნატო-ში, ევროკავშირში, არის გარემოებები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ შეიძლება ფრთხილობენ დღეს ახალი გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ეხება რუსეთს. რუსეთი ყოველთვის იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ბალტიის ქვეყნების მიღების მიმართ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიღებულ იქნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics