|
2019-10-07 12:29:36, 1171 ნახვა
საზოგადოება
ხატია წილოსანი SYMPA-ს საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ბელარუსის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის (SYMPA) საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. ხატია წილოსანმა სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული ხედვა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო შეღავათიან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის, დარგობრივი განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი, მევენახეობა-მეღვინეობის, განათლების და გარემოს დაცვის საკითხებს. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და მათი აღსრულების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსთვის ტრადიციული, ასევე ახალი, მათ შორის, ევროპის ბაზრის და ამ კონტექსტში ქართული პროდუქციის რეპუტაციასა და ხარისხზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობა. ხატია წილოსანმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული მიმართულებით ორ ქვეყანას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ომარ კაჭარავამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტუმრებს ღვინის მუზეუმი და ენოთეკა დაათვალიერებინა. აღსანიშნავია, რომ SYMPA საგანმანათლებლო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს წარმატებული რეფორმატორი ქვეყნების გამოცდილების გაცნობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)