14:14 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 14:44:35, 2889 ნახვა

საზოგადოება
ლეგენდარული გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრიდან ბოლო გზაზე თაშით გააცილეს.

მაესტროს სამოქალაქო პანაშვიდი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და თაყვანისმცემლებმა მიაგეს.

გია ყანჩელს მისი პირადი სურვილის მიხედვით დიდუბის ფანტეონში დაასაფლავებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დონის კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული. 

გია ყანჩელი 1972 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მუშაობდა. 1979 წელს კი იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics