16:51 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 01:36:48, 4196 ნახვა

სამართალი
თანაშემწე დეპუტატ ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ძალადობაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი მომხდარიდამ ერთი კვირის თავზეც ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

თოდაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მან ნასვამ უფროს სექსუალურ ურთიერთობაზე უარი განუცხადა, ჯიშკარიანი გაბრაზდა და კაბინეტში ყველაფერი დალეწა. ინფორმაციას "მთავარი"ექსკლუზიურად ავრცელებს.

"ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო კოცნა, მოწი ტუჩებიო და ფეხებს შუა რომ გიცურებს ხელებს... უცებ დავინახე გვერდით ჩემი ტელეფონი, ვიღებ მეთქი ბატონო ილია... დამაგდო ძირს, ტელეფონი დამიფშვნა. როგორი გამოვიქეცი სახლში, არ მახსოვს, ისეთ ისტერიკაში ვიყავი, საკუთარი ხელით გამოვიძახე სასწრაფო, ფსიქოლოგიც კი დამინიშნეს. მე მე არ ვარ... არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან ცუდად ვარ", — ყვება ის.

დეპუტატის თანამშრომლის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი იცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics