|
2015-07-15 16:36:42, 784 ნახვა
ეკონომიკა
დაიწყეთ ონლაინ ბიზნესი “თიბისი ბანკის” დახმარებით
თუ თქვენ გსურთ, თქვენთვის სასურველი პროდუქციის - ტანსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკის თუ უბრალოდ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა, "თიბისი ბანკის" დახმარებით ეს შეგიძლიათ ონლაინ ბიზესად აქციოთ. "თიბისი ბანკი" მცირე და საშუალო მეწარმეებს ონლაინმაღაზიის მინიმალურ ფასად შექმნას და მის მართვაში დახმარებას სთავაზობს. კერძოდ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ონლაინ ვაჭრობით, შეგიძლიათ მიმართოთ თიბისი ბანკს და მხოლოდ სიმბოლურ ფასად, 800 ლარად შეიძინოთ ონლაინ მაღაზიის პლატფორმა, რომელსაც თქვენთვის სასურველ დიზაინს შეურჩევთ და რომელიც, მასში ჩატვირთული გადახდების სისტემის წყალობით, იმუშავებს როგორც აწყობილი და ტექნიკურად გამართული ონლაინ მაღაზია. თიბისი ბანკი პირველია ქართულ ბანკებს შორის, ვინც თავის კლიენტებს ამგვარი ინოვაციური სერვისი შესთავაზა. პროექტის მიზანი მცირე მეწარმეობის მხარდაჭერაა. პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკი ვაჭრობით დაინტერესებულ კლიენტებს არა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის პლატფორმას სთავაზობს, არამედ ამ პლატფორმის მართვასაც. კერძოდ, კლიენტს შეუძლია თიბისი ბანკის დახმარებით შექმნას და მართოს მარკეტინგული კამპანიები, ანუ მოახდინოს ფასდაკლების აქციების ონლაინ განთავსება, ასევე მიიღოს ვებგვერდის სტატისტიკური ანალიზი, ახალი პროდუქტების კატეგორიების დამატება, სხვადასხვა კომპანიასთან გადაზიდვის სისტემის აწყობა და კიდევ სხვადასხვა სერვისები. ეს ყველაფერი, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, თიბისი ბანკის პროექტის ფარგლებში განხორციელდება და თვეში მხოლოდ 100 ლარი დაჯდება. ონლაინმაღაზიის პლატფორმის შექმნისთვის თიბისი ბანკი კომპანია „ჯეოფეისთან“ თანამშრომლობს. იჩქარეთ, ისარგებლეთ თიბისი ბანკის მზა ონლაინ მაღაზიის პროექტით და დაიწყეთ ონლაინ ვაჭრობა!
(R)
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)