|
2019-10-04 17:03:36, 3515 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისათვის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს. ,,ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვაღიაროთ და აღვნიშნოთ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის ღვაწლი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მშვიდობას მიუძღვნა. გვინდა ვაღიაროთ თქვენი როლი საქართველო - ნატოს თანამშრომლობაში, რაც მშვიდობის სამსახურის კიდევ ერთი გზაა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გაძლიერებაა, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ სამყაროში. მნიშვნელოვანია ის, რაც გააკეთეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და საქართველოს მხარდაჭერის გასაზრდელად. 2019 წელი განსაკუთრებული წელია ნატო - საქართველოს თანამშრომლობაში. ამას თქვენ გიმადლით და ვფიქრობ, რომ დღეს ოქროს საწმისის ორდენის მონიჭება თქვენთვის, ეს საქართველოს მეგობრად თქვენი აღიარების გზაა. ეს ჯილდო სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან გაგრძელდება, გაძლიერდება და საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა როუზ გოტმიოლერს. როუზ გოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებისათვის და აღნიშნა, რომ ნატო - საქართველოს უნიკალური პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში კავშირები გაღრმავდა და განვითარდა. ,,ამ საზეიმო მომენტში, მინდა, ყველა იმ მამაც მეომარს მივაგო პატივი, რომელმაც სიცოცხლე დათმო ავღანეთის მისიაში. ჩვენ ჭეშმარიტად მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ვამაყობ ნატო - საქართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი სამუშაოთი. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი მე ველოდები ამ დღეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)