|
2019-10-04 13:31:10, 3364 ნახვა
რეგიონი
აჭარა პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
აჭარის ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს, საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად უწევს. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ ქართული ღვინო და ჩურჩხელა დააგემოვნონ, ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღონ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ. გამოფენას ესწრება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, რომელმაც გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო მედიაპლატფორმების, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. “ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა. მთელი მსოფლიოდან ტურიზმის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები აქ არიან წარმოდგენილები, რაც საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ურთიერთანამშრომლობის განხორციელებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საქმიანი შეხვედრები გავმართეთ, როგორც საერთაშორისო მედიაპლატფორმების, ისე ონლაინ ტურისტული პორტალების, სააგენტოებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის მსოფლიოში ტურისტული ტენდენციებისა და რეკომენდაციების განსაზღვრის კუთხით უმსხვილესი პორტალის Tripadvisor-ის წარმომადგენელთან, რომელთანაც რეგიონის წარმოჩენის მიზნით აქტიურად ვგეგმავთ თანამშრომლობას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. პარიზის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “IFTM 2019” საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც მთელი მსოფლიოდან, ტურიზმის ინდუსტრიის 522 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მას ყოველწლიურად საშუალოდ 23 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები 20-ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, მათ შორის ბერლინში, ფრანქფურტში, თელავივში, ტალინში, ვილნიუსსა და კიევში.
(NS)
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)