06:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 13:03:23, 3229 ნახვა

კომენტარი
ბესელია - ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა აღარ მაქვს, მაგრამ არ მიჭირს ვთქვა, რომ ხაზარაძის მიმართვა არ მომეწონა

„მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილზე აღარ მაქვს დადებითი წარმოდგენა, მე გუშინ არ გამჭირვებია მეთქვა, რომ ეს კონტექსტი არ მომეწონა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

 „არ მიყოყმანია და არ შეუქმნია ჩემთვის შინაგანი ბარიერი იმ სრულიად სამართლიან პროტესტს, რომელიც მე მაქვს ქალბატონი ცქიტიშვილის გამონათქვამების და პოზიციის გამო, როგორც ქალი პოლიტიკოსის მიმართ. ის ვერანაირ ჩარჩოში და ფარგლებში ვერ მოთავსდება იმდენად მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მასზე აღარ მაქვს დადებითი წარმოდგენა, მე გუშინ არ გამჭირვებია მეთქვა, რომ ეს კონტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ახსნა მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ, რომ სხვა რამეს გულისხმობდა, მე არ მომეწონა. გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ დაირაზმნენ და ერთხმად დაიწყეს ამის დაგმობა, მაშინ როდესაც იმის წინა დღეებში ასეთივე სოლიდარობა უნდა გამოეჩინათ, გაუჭირდათ პოზიციის გამოხატვა. ეს არის ორმაგი სტანდარტი სამწუხაროდ, რითაც გამოირჩევა მმართველი პარტია“, - განაცხად ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისნიტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა. კერძოდ, ხაზარაძემ განაცხადა: „შეიძლება მაია ცხიქიტშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics