|
2019-10-03 15:49:00, 1795 ნახვა
ეკონომიკა
სებასტიან მოლინეუსი: მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა
მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები" საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა . როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველა ძირითად კრიტერიუმში აჩვენა პროგრესი და გაუმჯობესება. „მმართველობის ინდიკატორებს ჩვენ განვიხილავთ როგორც კრიტიკულ თემას. ამით ვაფასებთ თუ როგორ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ იმართება ქვეყანა, როგორ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორია ამ გადაწყვეტილებების მიღების ეკონომიკური ანალიზი და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებებმა მოქალაქეებზე, საზოგადოებისთვის სერვისების მიწოდებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებებით საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი. საქართველო არის ნამდვილად ტოპ რეფორმატორი ქვეყანა გაუმჯობესებისა და რეიტინგების თვალსაზრისით. ესაა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული პროგრესული ნაბიჯები. ჩვენ გვეამაყება, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ამ რეფორმების გატარებაში. ამავდროულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ მეტის გაკეთება არის შესაძლებელი. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ ძირითადი მიმართულებების გაძლიერებაში როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, ძალადობის არარსებობა, მთავრობის ეფექტურობა, კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)