|
2015-07-15 14:11:06, 830 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: დღევანდელი ბიუჯეტი ლარის კურსზე დადებით გავლენას არ ითვალისწინებს
„თუ ჩვენ გვინდა, ლარის კურსზე დადებითი გავლენა მოვახდინოთ, მაშინ, როდესაც სხვა შემომავალი ნაკადები მცირდება, ამის მთავარი იარაღია ბიუჯეტი და დღევანდელი ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ლარის კურსის ბოლო დროინდელი გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, ლარის კურსის მერყეობა ორივე მიმართულებით ნორმალური პორცესია. „ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, კურსის მერყეობა ორივე მიმართულებით არის ნორმალური პროცესი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაუფასურდა ლარი, ამაზე ბევრი საუბარი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამაზე მომდევნო კვირას, პარლამენტში, როდესაც დაგვიბარებენ და ყველა ამ საკითხსმ აუცილებლად განვიხილავთ დეტალურად. ჩვენთვის დღეს, მაღალი დოლარიზაციიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ლარის კურსის სტაბილურობის საკითხი, ვინაიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები დოლარში აქვს და მათ სესხის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად გაუძვირდათ. ეს, რა თქმა უნდა, აისახება სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. თუ ჩვენ გვინდა, დადებითი გავლენა მოვახდინოთ ლარის კურსზე, მაშინ სხვა შემომავალი ნაკადების შემცირებისას ამის მთავარი იარაღი და დოკუმენტი არის ფისკალური პოლიტიკა, ანუ ბიუჯეტი და დღევანდელი ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)