|
2019-10-02 10:19:19, 1736 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - ხელისუფლების მთავარი მისიაა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა არ გაცვალოს პოპულისტურ ნაბიჯებზე
ხელისუფლების და პირველ რიგში, ფინანსთა მინისტრის მთავარი მისიაა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური დისციპლინა არ გაცვალოს პოპულისტურ ნაბიჯებზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით შემუშავდა მომავალი წლის ბიუჯეტი. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ყურადღება გამახვილდა სოციალური მდგრადობის უზრუნველყოფაზე, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმები. „ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი ხელისუფლებას უჭირს გაუძლოს პოპულიზმის ზეწოლას. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, შეიძლება გვითხრან, რატომ ზრდით პენსიას 20-30 ლარით? მოდით, პირდაპირ 100 ლარით გავზარდოთ, ანდა რატომ აძლევთ პედაგოგებს 300 ლარს? მივცეთ 700 ლარი... შემდეგ იწყება შეჯიბრი, ვინ უფრო გულუხვი და კეთილია, ოღონდ არვინ ფიქრობს, რა არის დაფინანსების წყარო. თუ დავივიწყებთ, რა ზომის ეკონომიკა გვაქვს და რამხელაა ტვირთი ეკონომიკაზე, რასაკვირველია, შეგვიძლია სადღეგრძელოები ვიძახოთ და მეტი და მეტი ვისურვოთ პენსიაც და ხელფასიც... ფისკალურ ენაზე რომ აგიხსნათ, ეს არის გაქცეული დეფიციტი, უკიდურესად გაზრდილი მიმდინარე ხარჯები და შემცირებული კაპიტალური დანახარჯები, ზედმეტად და უპასუხისმგებლოდ აღებული ვალები და ა.შ. შეიძლება საარჩევნო წელს ვიღაცის გული მოიგო, მეტი ხელფასი ან პენსია დაურიგო, თუმცა შემდეგ წლებში, ქვეყანა განწირული გყავს - ვერ შეძლებ ამ თანხების სტაბილურად გაცემას და კრიზისში და დეფოლტში შეიყვან ქვეყანას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)