07:46 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 10:43:41, 413 ნახვა

საზოგადოება
ავარიის გასაშუქებლად რიზეში ჩასულ ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ავარიის გასაშუქებლად რიზეში ჩასულ ქართველ  ჟურნალისტებს  ერთ-ერთი დაშავებულის, თურქეთის მოქალაქის ახლობლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,  კამერა დაუმტვრიეს,  კასეტები კი, დაწვეს.

"რიზის საავადმყოფოში მისვლისთანავე დაგვხვდნენ ქართველები, ის ქართველები, რომლებიც თვითმხილველები იყვნენ ავარიისა.მე და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გავესაუბრეთ და გვინდოდა მათი ჩაწერა, ოპერატორებმა ამოიღეს კამერები, რომელსაც მოყვა რეაქცია თურქი მოქალაქეების მხრიდან.მათ გაგვიწიეს წინააღმდეგობა, რომ ოპერატორებს გადაღება არ დაეწყოთ.პირდაპირ აგრესიაზე გადავიდნენ.ჩემს ოპერატორს ხელით შეეხნენ, აჭარის ტელევიზიის ბიჭსაც კამერა გამოართვეს და ფეხი დაარტყეს",-განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის კორესპონდენტმა თეა ვაშალომიძემ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.  ჟურნალისტები და თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. დაკითხვის პროცესს საქართველოს გენერალური კონსულიც ესწრებოდა.

"ანალოგიური ფაქტი აქ არ მომხდარა.აღშფოთებული ვარ. დიდი რეზონანსი გამოიწვია  რეგიონში, კერძოდ რიზეში. რაც შეეხება გენერალურ საკონსულოს,  ჩვენ პირად კონტროლზე გვაქვს აყვანილი ეს საქმე",-აღნიშნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა  ავთანდილ მიქაცაძემ.

შეგახსენებთ, თურქეთში ქალაქ რიზესთან მომხდარი ავარიის შედეგად, საქართველოს მოქალაქე ქალბატონი გარდაიცვალა, ერთი მამაკაცი და ქალი კი,  მძიმე მდგომარეობაში, ქალაქ რიზეს საავადმოფოში მოათავსეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics