23:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 17:36:39, 1413 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი პერტაია: მნიშვნელოვანია, რომ OPIC-ის ხელმძღვანელობა საქართველოს უყურებს როგორც ჰაბს რეგიონში

„ის ფაქტი, რომ OPIC-ის  ხელმძღვანელობა საქართველოს უყურებს როგორც ჰაბს რეგიონში და  დებენ ფულს მის ინფრასტრუქტურაში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - ასე შეაფასა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო  პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ფოთის „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი, რომელიც აშშ-ის  მთავრობის  კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ხორციელდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა,  მნიშვნელოვანი ინვესტიცია იდება საქართველოში. კარგია, რომ ეს ამერიკული კაპიტალია, რადგან მასთან ერთად შემოვა ამერიკული ცოდნა, ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში და  ეს მთლიანობაში კარგია ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

 ფოთის ახალი ტერმინალის პროექტი 500 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება, რაც ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.  ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებს „პეის ჯგუფი," რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.

 მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში დღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები მონაწილეობდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics