|
2019-09-30 16:06:02, 1242 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს
„ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა ფორმატს, მათ შორის საერთაშორისოს, იმისათვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრული ქვეყნის დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილოთ. მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უმოკლეს ხანებში ფრენების აღდგენა მოქალაქეებისთვის გააუმჯობესებს საჰაერო მიმოსვლას და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისასალმებელი ფაქტია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მოიხსნას ის დამატებითი ბარიერები, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება და რაც მოსახლეობის მნიშვნელობანი ნაწილის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. „ეს არის ღიად განცხადებული პრიორიტეტი და არაფერია აქ დასამალი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)