|
2019-09-30 14:20:06, 976 ნახვა
საზოგადოება
ბიუჯეტიდან დიდი ნაწილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველაზე დიდი წილი 2020 წლის ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალ წელს რეაბილიტაციას გაივლიან და შეკეთდება გზები, რომელთა ჯამური კილომეტრაჟი 600-ს შეადგენს. "2020 წელს გავაგრძელებთ და აქტიურ ფაზაში არის შესული როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, ასევე ქვეშეთი-კობის, ასევე სხვა საერთაშორისო მაგისტრალების მონაკვეთები. ჩვენ 2020 წელს შევძლებთ ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას, ასევე ხაშურის შემოვლით გზას, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც რეგიონებში ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. დაახლოებით ეს არის 600 კილომეტრი გზების", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)