|
2019-09-30 13:55:46, 846 ნახვა
საზოგადოება
ჯიღაურას ბაზამ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“- ის მონაწილეებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის წარმომადგენლებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თემატური საჯარო ლექციები გამართეს. ლექციები გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაის გადამამუშავებელი დანადგარის მუშაობა გააცნეს. მონაწილეებისთვის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თემის ირგვლივ ვიქტორინა გაიმართა. გამარჯვებულები ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოებით დააჯილდოვეს. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ იმართება. მისი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და ამ სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესებაა.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)