|
2019-09-28 12:59:14, 2723 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: პოლიტიკაში არ ვბრუნდები, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით შეწუხებული ვარ
„პოლიტიკაში ნამდვილად არ ვბრუნდები და არცერთი პოლიტიკური პოზიციისთვის ბრძოლას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „მთავარ არხს“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ძალიან უკმაყოფილოა და შესაბამისად, პოლიტიკური მოსაზების დაფიქსირებას არასდროს მოერიდება. „მე მგონი ქვეყანაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება, რაზეც შეიძლება ისაუბრო. მე და ეკა ბესელია ერთი საათი ვსაუბრობდით. დეტალებს თქვენ ვერ მოგიყვებით. პოლიტიკაში ნამდვილად არ ვბრუნდები და არცერთი პოლიტიკური პოზიციისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული იმით, რაც დღეს ხდება. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩემი მოქალაქეობრივი, თუ პოლიტკური პოზიცია მექნება. რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად, 20 ივნიის რაც იყო ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდევაც ამის შესახებ განცხადება. არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ. ზოგი ამბობს, რომ დააშინეს, დააშანტაჟეს და ა.შ. მგონი დაშანტაჟებულ კაცს ნამდვილად არ ვგავარ. მე ჩემს ქვეყანას ძალიან პატიოსნად ვემსახურე და დღემდე ასე ვაგრძელებ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)