16:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 10:59:02, 2611 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე - საქართველომ რუსეთთან დიალოგის გზა უნდა სცადოს

 „არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

„გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა-ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე-დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ-იქნება ეს ამერიკიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თუ ევროკავშირიდან, ასევე მოგერინის უწყებიდან, ან გენერალური მდივნისგან-ყველა გამოხმაურება იყო დადებითი: რომ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართ. ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასოდეს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ, ჩვენ რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ არ არის სწორი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics