|
2019-09-27 15:23:34, 1779 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: კორეული კომპანიები ქართული პროდუქციის იმპორტით აქტიურად ინტერესდებიან
საქართველო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ კომპანიებს მასპინძლობს- ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელსაც ქართული მხრიდან 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში ქართულ და კორეულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში კიმ სი-ვუნგმა და კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავჯდომარემ ჰონგ კვან-ჰიმ. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნესგარემოს შესახებ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა. „ეს არის პირველი ვიზიტი, რომელიც ემსახურება სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას და ახალი ბიზნესკონტაქტების ჩამოყალიბებას. კორეული კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილია ფორუმზე, დაინტერესებულნი არიან ისეთი ქართული პროდუქციის იმპორტით, როგორიც არის ღვინო, არაალკოჰოლური სასმელები, თხილი, წვენები, ბოსტნეულის ნაწარმი. კორეული კომპანიები ასევე ინტერესდებიან სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქტითაც. ვფიქრობ, რომ ფორუმის ფარგლებში, ბიზნესებს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გენადი არველაძემ. ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციას (KOIMA) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
(NS)
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)