|
2019-09-27 14:58:21, 2470 ნახვა
საზოგადოება
ცოფთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ხვალ ცხოველთა ვაქცინაცია 10 მისამართზე ჩატარდება
28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ. სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე შემდეგი განრიგის მიხედვით მივა: 1. ვარკეთილი, მედიათეკის სკვერი, ჯავახეთის ქუჩისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების კვეთა - 8:30-10:00 სთ. 2. ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერი (ლეხ კაჩინსკის ქუჩა N11-ის მიმდებარედ) – 10:30-12:00 სთ. 3. ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა N7, კრწანისის სკვერი - 12:30 -14:00 სთ. 4. ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N267-ის მიმდებარე სკვერი (პლიციასთან) – 15:00-16:30 სთ. 5. მეტროსადგურ ღრმაღელესა და სანზონის N1 კორპუსს შორის მდებარე სკვერი - 17:30-19:00 სთ. 6. ია კარგარეთელის ქუჩა N133/11, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან - 8:30-10:00 სთ. 7. მ. კოსტავას 37, ვერის ბაღის შესასვლელთან - 10:30-12:00 სთ. 8. ბუკიას ბაღი - 12:30-14:00 სთ. 9. ა. ბელიაშვილის ქუჩა N1, ბრატისლავას სახელობის სკვერი- 15:00-16:30 სთ. 10. გლდანი, მე-6 მიკრორაიონი, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი. (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) - 17:30-19:00 სთ.
საკონტაქტო პირი: ნატა უზუნაშვილი - 557 514 566
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)