|
2019-09-27 14:03:16, 2046 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოქტომბრის ბოლოსათვის სოფელ ფონიჭალაში ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის. N81 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები და ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი. მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა. „სოფელ ფონიჭალის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა - დასახლებაში პირველი საბავშვო ბაღი აშენდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება, რადგან მათ ყოველდღიურად, ქალაქის სხვა უბნებში უწევთ ბავშვების ტარება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის - დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები,“- განაცხადა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ. N81 საბავშვო ბაღი იეთიმ გურჯის N2-ში მდებარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 8-ჯგუფიანია. ამჟამად რეგისტრირებულია 160 აღსაზრდელი, თუმცა ბაღს 300-მდე ბავშვის მიღების რესურსი აქვს.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)