|
2019-09-26 14:06:58, 1933 ნახვა
საზოგადოება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძისთვის 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსამართლების კანდიდატს კითხვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურუდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუსვა. გოცირიძემ მას კითხვა გაუმეორა და მხოლოდ ამის შემდეგ აღნიშნა ერემაძემ, რომ 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. რომან გოცირიძე: 17 მაისი თქვენთვის რა დღეა? მირანდა ერემაძე: 17 მაისი, მივხვდი საით მიგყავთ შეკითხვა, არის ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე. რომან გოცირიძე: ოღონდ არ არის მთავრობის მიერ დაწესებული ოფიციალური დღესასწაული. მაგრამ რატომ არ ამბობთ, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე? მირანდა ერემაძე: დიახ, ესეც არის რომან გოცირიძე: თქვენ რომელს აღიარებთ ამ ორიდან? მირანდა ერემაძე: მაინცდამაინც თარიღში თანხვედრა რომ მოხდა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ერთ-ერთს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის გასაწყვეტილებაში და მის გადაწყვეტილებას პასუხი უნდა ვცეთ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)