18:23 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 14:38:04, 833 ნახვა

ეკონომიკა
თამბაქოს კონტროლის ალიანსი ითხოვს, „Be Marlboro“ - ს სარეკლამო კამპანია აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის ალიანსმა პეტიცია მოამზადა, სადაც ის სახელმწიფოს ხელმძღვანელებს მიმართავს, „Be Marlboro“ - ს სარეკლამო კამპანია აიკრძალოს. 

შესაბამისი პეტიცია პარლამენტშია დარეგისტირებული, რომელსაც დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 

წარმოდგენილი პეტიციის თანახმად, „მარლბოროს კაცის“ სარეკლამო კამპანიამ „მარლბორო“ მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული სიგარეტის ბრენდი გახადა და ხელი შეუწყო თამბაქოს გლობალურ ეპიდემიას, რასაც ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. 
 რამდენიმე ხნის წინ, „მალბორომ“ გაზარდა მისი საბაზრო წილი ბევრ ქვეყანაში, სარეკლამო კამპანია „Don’t Be a Maybe. Be Marlboro“-მ ჩაანაცვლა ცნობილი რეკლამა „მარლბოროს კაცი“. „მარლბორო“-ს მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენელი“ იგნორირებას უკეთებს „Be Marlboro“ - ს ღონისძიებების შეწყვეტისაკენ ფართოდ გავრცელებულ მოწოდებებს და აგრძელებს კამპანიის გაფართოებას.

ამასთან, თამბაქოს კონტროლის ალიანსი ითხოვს, რომ გარდა  „Be Marlboro“ - ს სარეკლამო კამპანიისა, აიკრძალოს სხვა მსგავსი კამპანიები. ანუ შემოღებულ იქნას რეგულაციები თამბაქოს ნაწარმის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვის შესახებ.  

„უნდა აღინიშნოს, რომ, აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულება საქართველოს ჰქონდა აღებული და მას 2011 წლის 15 მაისს გაუვიდა ვადა“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics